ნიანნა
ka ru en

ჩვენს შესახებ

ნიანნა

ნიანნა თბილისში დაფუძნებული პატარა კომპანიაა. ჩვენ ვქმნით პერსონაჟებს, რომლებთანაც ბავშვები იზრდებიან. თითოეულს თავისი ხასიათი, თავისი ამბავი და თავისი სახლი აქვს.

როგორ დავიწყეთ

ყველაფერი ერთი პატარა სპილოთი დაიწყო. 2026 წელს ოთხმა მეგობარმა, რომლებიც სულ ახლახან გახდნენ მშობლები, ბავშვებისთვის ბეარფუტი ფეხსაცმელი აღმოაჩინა და მოინდომა, რომ ის საქართველოშიც ყოფილიყო. ასე გაჩნდა Barefoot Eleboot და მისი თეთრი სპილო, ელებუტი.

ელებუტს მალე მეგობრები შეემატნენ: ბაყაყი ფროგო, რომელსაც ყველაფრის საკუთარი ხელით აშენება უყვარს; ჰიპოპოტამი ბეგი, რომელიც ზღაპრებს წერს; პატარა დინოზავრი დინო, რომელიც წინაპრების კვალს ეძებს; და კენგურუების ოჯახი, ჯეზი რუ.

ხუთივე ერთმანეთის მეგობარია. ისინი ერთად მოგზაურობენ, ერთმანეთს ეხმარებიან და მალე მულტფილმებშიც გამოჩნდებიან.

ჩვენი ხედვა

გვინდა, რომ ქართველ ბავშვებს საკუთარი, აქ შექმნილი პერსონაჟები ჰყავდეთ, რომლებიც მათ სიკეთეს, ცნობისმოყვარეობას და მეგობრობას ასწავლიან.

ჩვენი მისია

ვქმნით ამბებს, მულტფილმებს და ნივთებს, რომლებსაც ზრუნვით ვაკეთებთ — ბავშვებისთვის, რომლებიც სამყაროს ახლა იცნობენ, და მშობლებისთვის, რომლებიც მათ გვერდით დგანან.